თქვენი დახმარება ჯანმრთელობას დამიბრუნებს!
არჩილ ჯაფარიძე ჩვენი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. ცოტახნის წინ მას კარგი ჯანმრთელობა, სახლი და საინტერესო სამსახური ჰქონდა..

- შეგროვდა
- 1 429 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 93
- კამპანია გაიხსნა
- 27 სექტემბერი, 2016
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
არჩილ ჯაფარიძე ჩვენი ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია.
ცოტახნის წინ მას კარგი ჯანმრთელობა, სახლი და საინტერესო სამსახური ჰქონდა – დეკორატორად მუშაობდა ფილარმონიაში. მაგრამ არაფერია ამქვეყნად სამუდამო.
არჩილმა დაკარგა სახლიც, სამსახურიც, ოჯახიც დაენგრა… ახლა სრულიად მარტო, ავლაბარში 6 კვადრატული მეტრის პატარა ოთახში ცხოვრობს. აქ საშინელი ნესტია, ოთახი სავსეა ბაღლინჯოებით, რომელთა მოსპობაც შეუძლებელია. რკინის საწოლზე ლეიბის მაგივრად ფიცრები დევს, თეთრეულის მაგივრად მუყაოს ქაღალდია დაფენილი, საბნის მაგივრობას, კი ძველი პლედი უწევს.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ფართში არჩილი ქირას იხდის 70 ლარს თვეში, რაც მისი პენსიის ნახევარია!
ეს გააკეთა 93 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.