SOS! SOS! SOS! ნათელას ძვლის კიბო აქვს. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის…
ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს სამი შვილის დედას და მის სხეულში საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება! იცით, ეს რას ნიშნავს?

- შეგროვდა
- 17 594 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 1 215
- კამპანია გაიხსნა
- 29 ნოემბერი, 2024
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს სამი შვილის დედას და მის სხეულში საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება! იცით, ეს რას ნიშნავს? ძვლოვანი ქსოვილის ვერაგი კიბო ერთიმეორის მიყოლებით ყველა ჯანმრთელ ორგანოს ითრევს: სარძევე ჯირკვალს, ფარისებრ ჯირკვალს, ხერხემალს.
ნათელა (43 წლის): „შოკში ვარ, რადგან აქამდე გრიპიც კი არასდროს მქონია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი აბიც არ დამილევია. წარმოგიდგენიათ? მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ამ ჯანმრთელობას ვემსხვერპლე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ეს საშინელი კიბო ყოფილიყო ჩემს სხეულში! ოჯახის წევრებს ვეცოდები და, ნაწილობრივ, სიმართლეს მიმალავენ!“ (ტირის)
მეგობრებო, უფალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ შანსს გვაძლევს, მაგრამ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ! ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ესაჭიროება თურქეთში. ერთი პროცედურის ღირებულება დაახლოებით ხუთი ათასი დოლარი არის. ნათელა ფეხზე რომ დადგეს, უნდა გადაიხადოს სამი ასეთი პროცედურის საფასური და, რაც მთავარია, უნდა გაუძლოს მათ. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ყიდიან ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ კმარა. თქვენი დახმარების გარეშე ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას!
მაია, ნათელას შვილი (19 წლის): „ყველას, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ, ძალიან გთხოვთ, მხარში ამოგვიდგეთ ასეთ მძიმე ჟამს! გთხოვთ, ჩვენი დედიკო გადაარჩინეთ! ძალიან გთხოვთ, მისი გამოჯანმრთელებისთვის თითო ლარი მაინც რომ გაიღოთ! ოღონდ ჩვენს გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით! დედა ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ამქვეყნად! ახლა კი მისი სიცოცხლე სასწორზე დევს! ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო თანხის შეგროვება! ჩვენ სასწაულების გვჯერა. ვიცით, რომ საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს“.
ეს გააკეთა 1 215 ადამიანმა
თითოეული წერტილი 2 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.