• კამპანია დახურულია
  • ქობულეთი
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 26 ნოემბერი, 2024

დედისთვის საკუთარი შვილის სასიკვდილო განაჩენის მოსმენაზე უფრო საშინელი რა უნდა იყოს?

მეგობრებო! ბიჭი ონკოლოგიასთან სამწლიანი ბრძოლით არის დატანჯული. მან ქიმიოთერაპიის 9 კურსი, 31 სხივური თერაპია და რამდენიმე რთული ოპერაცია გმირულად გადაიტანა — მარჯვენა თირკმელი…

დედისთვის საკუთარი შვილის სასიკვდილო განაჩენის მოსმენაზე უფრო საშინელი რა უნდა იყოს?
შეგროვდა
54 189 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
3 023
კამპანია გაიხსნა
26 ნოემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ნიკოლოზი მხოლოდ 12 წლისაა, მაგრამ ის კიბოსთან სასიკვდილო ბრძოლაში უკვე მეორედ ჩაება! უბრალო მუცლის ტკივილით დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა კიბო.

მეგობრებო! ბიჭი ონკოლოგიასთან სამწლიანი ბრძოლით არის დატანჯული. მან ქიმიოთერაპიის 9 კურსი, 31 სხივური თერაპია და რამდენიმე რთული ოპერაცია გმირულად გადაიტანა — მარჯვენა თირკმელი ამოკვეთეს და ძვლის ტვინი გადაუნერგეს. თითქოს უკან მოიტოვა ეს ყველაფერი, უბედურება დასრულდა. მაგრამ რეციდივი მოხდა და კიბო დაბრუნდა.

შეხედეთ, რა ბედნიერი იყო ეს ოჯახი, სანამ ნიკოლოზი ავად გახდებოდა! როგორია დედისთვის, ყოველდღე უყუროს, მის შვილს ნელ—ნელა როგორ ეწურება ძალა? და არავითარი საშუალება არ გააჩნია, რომ დაეხმაროს… ახლა მისი ცხოვრების მიზანია, საყვარელი შვილი სასტიკი და დაუნდობელი კიბოს კლანჭებისგან იხსნას.

ნეირობლასტომა ძალიან სწრაფად იზრდება, მეტასტაზები სწრაფად ვრცელდება მთელ ორგანიზმში. ამიტომ ბიჭის დედამ სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეკარგა ძვირფასი დრო, და სამკურნალოდ თურქეთში გადაფრინდნენ. ნიკოლოზის გადარჩენის ბოლო შანსი ძვირადღირებული ქიმიოთერაპიაა, რომლის ერთი კურსის ღირებულებაც 50 ათასი დოლარი არის! საჭიროა ხუთი ასეთი კურსის ჩატარება, რაც ნიშნავს იმას, რომ 250 ათასი დოლარის შეგროვებაა საჭირო! ეს მკურნალობა არის შანსი ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ ოჯახს ამხელა თანხის გადახდის საშულება არ აქვს!

ეს გააკეთა 3 023 ადამიანმა

თითოეული წერტილი 4 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.