• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 25 ნოემბერი, 2024

თენგო: „მამამ თქვა, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ! აი, ეს არის ცხოვრება! რამდენი საჩუქარია!“

ეს საბრალო ბავშვები ყოველდღე მადლობას სწირავენ უფალს, რომ საკუთარი დედისგან თავის დაღწევა მოახერხეს, რომელიც მათ სცემდა და შიმშილით ხოცავდა! რა საშინელებაა!

თენგო: „მამამ თქვა, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ! აი, ეს არის ცხოვრება! რამდენი საჩუქარია!“
შეგროვდა
4 855 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
284
კამპანია გაიხსნა
25 ნოემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ღმერთო, ნუ დაუშვებ, რომ ბავშვებს ისეთი მშობლები ჰყავდეთ, ვინც სასიკვდილოდ სცემს მათ და აიძულებს, პური მოიპარონ, რათა შიმშილით არ დაიხოცონ. ეს პატარები იძულებული იყვნენ, პური მოეპარათ! რა საშინელებაა!

ეს საბრალო ბავშვები ყოველდღე მადლობას სწირავენ უფალს, რომ საკუთარი დედისგან თავის დაღწევა მოახერხეს, რომელიც მათ სცემდა და შიმშილით ხოცავდა! რა საშინელებაა! მარიამი, ნიკოლოზი და თენგო ანტისანიტარიულ პირობებში, სრულიად მოუწესრიგებელ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც თითქმის არაფერი ჰქონდათ! ამ დროს მათი მამა ციხეში იჯდა, რადგან სწორედ ამ უმსგავსო დედამ ოჯახური ძალადობა დააბრალა და უჩივლა. მან არაფერი იცოდა ბავშვების მდგომარეობის შესახებ. ყოველივე ის, რაც ამ ბავშვებმა უამბეს ფონდის კორესპონდენტს, გულს მოგიკლავთ!

მარიამი (11 წლის): „როგორ შეიძლება, იმ ქალს დედა რომ დავუძახოთ? მე მას დედად არ ვთვლი! ძალიან ცუდად მექცეოდა. გვცემდა, მეც და ჩემს უმცროს ძმებსაც! საჭმელს არ გვაჭმევდა, მხოლოდ პურითა და ჩაით ვიკვებებოდით ყოველდღე! გვშიოდა! მაცივარში პროდუქტები იდო, მაგრამ უფლება არ გვქონდა, გვეჭამა. ღამით მარტოებს გვტოვებდა ხოლმე და მეზობლებთან მიდიოდა. არც კი ვიცი, რას აკეთებდა იქ!“

ნიკოლოზი (9 წლის): „საკუთარ სახლში მშობელ დედას ვპარავდით პურს. ამის გამო კი გვეჩხუბებოდა და გვცემდა. მეზობლებსაც ჩვენი ცემის უფლებას აძლევდა! მასთან ერთად ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო! მისი დანახვაც აღარ მინდა!“

ეს გააკეთა 284 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.