• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 23 სექტემბერი, 2016

ჩემს დედიკოს თქვენი დახმარება სჭირდება

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მის ბენეფიციარს, 83 წლის ქალბატონ მარიამ ზღაპარაძეს გაგაცნობთ.

ჩემს დედიკოს თქვენი დახმარება სჭირდება
შეგროვდა
1 505 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
101
კამპანია გაიხსნა
23 სექტემბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი მის ბენეფიციარს, 83 წლის ქალბატონ მარიამ ზღაპარაძეს გაგაცნობთ.

წლების წინ ის ჯანმრთელი და აქტიური ადამიანი იყო, დადიოდა ეკლესიაში და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. მაგრამ მარიამმა ინსულტი გადაიტანა და ენერგიული ქალბატონისგან არაფერი დარჩა. ახლა იგი საწოლსაა მიჯაჭვული და თითებსაც კი ვერ ამოძრავებს.

მის შვილს ნანას საყვარელი სამსახურის დატოვება მოუხდა, ის საქართველოს ეროვნული არქივის საცავში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. უმწეო დედას, მის გარდა ხომ ვერავინ მოუვლის.

ახლა ნანა სულ დედასთანაა, აჭმევს სპეციალური შპრიცით ცხვირში ჩადგმული მილიდან. ეს ძალიან ძნელია, როგორც დედისთვის ასევე შვილისთვის, მაგრამ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. გადატანილი ინსულტის შემდეგ მარიამი ვერ ღეჭავს და ყლაპვაც უძნელდება.

ეს გააკეთა 101 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.