ჩემს ოჯახს ვავედრებდი ღმერთს, ჩემი შვილები ოდესმე მაინც ბედნიერები რომ ყოფილიყვნენ.
ხუბაშვილების ოჯახში ახლა დადგა ნამდვილი ახალი წელი. უდიდესი სიამოვნებაა, ხუთი მცირეწლოვანის სახეზე ამხელა სიხარულისა და ბედნიერების დანახვა.

- შეგროვდა
- 6 917 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 449
- კამპანია გაიხსნა
- 18 ნოემბერი, 2024
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
სამი წლის საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. გაციებულ ბავშვს თვალცრემლიანი დედა მხოლოდ თბილი წყლით მკურნალობს. არც წამლების ფული აქვთ და არც ტანსაცმლის. ღმერთო, რა ბედი ელის მამისგან მიტოვებულ ხუთ მცირეწლოვანს ამ ცივ ზამთარში?
გაციებული სამი წლის საბა ცხელ წყალს სვამს, რადგან უფულობის გამო დედამ მედიკამენტები ვერ უყიდა
ეს 3 წლის საბაა. კარგად დააკვირდით ბავშვის მაისურს. ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. სამწუხაროდ, საბრალო მარტოხელა დედას აფთიაქში მედიკამენტების ყიდვაც კი არ შეუძლია უფულობის გამო.
შეხედეთ, პატარა ბიჭუნა ცხელ წყალს სვამს შაქრისა და მურაბის გარეშე. სამწუხაროდ, არ მოგეჩვენათ: ფინჯანში მხოლოდ ცხელი წყალია. მეორე ხელში კი ამ ანგელოზს პურის ხმელი ნატეხი უჭირავს. ერთი ნატეხი ყველიც კი არ არის სახლში. ხუბაშვილების ოჯახში 5 მცირეწლოვანია. ბავშვების სახეზე ღიმილს თითქმის ვერასდროს ნახავთ. ღმერთო, ღმერთო! ეს ხომ საშინელებაა!
ეს გააკეთა 449 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.