ერთი წლის ლიას ბოთლში რძე გაუთავდა და ისე გულამოსკვნით ტირის, რომ გოგონას ცრემლები სულს…
შეხედეთ ამ ანგელოზ გოგონას, როგორი ცხარე ცრემლებით ტირის. გგონიათ, სათამაშო ძირს დაუვარდა ან კანფეტი უნდა და ამის გამო ტირის? ეჰ, ნეტა მართლა ასე იყოს.

- შეგროვდა
- 3 053 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 247
- კამპანია გაიხსნა
- 16 ნოემბერი, 2024
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
შეხედეთ ამ ანგელოზ გოგონას, როგორი ცხარე ცრემლებით ტირის. გგონიათ, სათამაშო ძირს დაუვარდა ან კანფეტი უნდა და ამის გამო ტირის? ეჰ, ნეტა მართლა ასე იყოს. გოგონა იმის გამო ტირის, რომ ბოთლში რძე გაუთავდა და კიდევ შია. დიახ, კიდევ შია, მაგრამ… ღმერთო, როგორი ძნელია ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ სიტყვები საჭირო არც არის, რადგან ეს კადრები ყველა სათქმელზე მეტს ამბობს.
ეს მანუკიანების მრავალშვილიანი ოჯახია. შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი… შვიდი პატარა ანგელოზი, უფლის მიერ დედამიწაზე მოვლენილი. შვიდი ბავშვის სევდიანი თვალები… რატომ? რატომ? დედამიწა, როგორ ითმენ ამდენ უსამართლობას?! ზოგს ყველაფერი იმდენად ბევრი აქვს, რომ სიხარულის შეგრძნებაც კი აქვთ დაკარგული. ზოგი ადამიანი კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ თბილი საწოლი ჰქონდეს.
ახლა კი, ძვირფასო მკითხველო, გაგიზიარებთ იმ ფოტოებს, რომლებიც ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტმა მანუკიანების ოჯახში მისვლისას მათ საცხოვრებელ სახლს გადაუღო. თავად ნახეთ, როგორ სახლში ცხოვრობს შვიდი პატარა ბავშვი. ჰქვია თუ არა ამას სახლი, თქვენ თვითონ განსაჯეთ.
ძვირფასო მკითხველო, ალბათ, უკვე დარწმუნდით, რა საშინელ პირობებში ცხოვრობენ პატარა ანგელოზები. ბედის ირონიაა, რომ ბავშვები ძილის დროსაც კი არ არიან მოსვენებული და ვერც ფერად სიზმრებს ხედავენ. რატომ? იმიტომ რომ საწოლები არ აქვთ. დიახ, შვიდ ბავშვს დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად ერთ პატარა ოთახში სძინავს. 4 საწოლი სჭირდებათ ბავშვებს. შეჭირვებულ ოჯახს კი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ღმერთო, ღმერთო, თბილი ლოგინიც რომ სანატრელი ექნება პატარა ბავშვს, ნუთუ ამას ცხოვრება ჰქვია?! სად არის სამართალი, სად?!
ეს გააკეთა 247 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.