„დაგვეხმარეთ! უფალმა დაგლოცოთ!“ – მოწყალების თხოვნის ძალა აღარ გვაქვს!
აგეტირებათ, რომ ნახოთ, რა საშინელ პირობებში ცხოვრობს ოჯახი. ქალი, რომელსაც ხერხემლის დაავადება აქვს, ხის ტახტზე წევს.

- შეგროვდა
- 6 722 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 452
- კამპანია გაიხსნა
- 14 ნოემბერი, 2024
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„დაგვეხმარეთ! უფალმა დაგლოცოთ!“ – თვალცრემლიანი ევედრება გამვლელებს ქალი, რომელიც ორივე ფეხით კოჭლობს. ნონა იძულებულია, მოწყალება ითხოვოს, რომ შიმშილით არ დაიხოცონ ის და მისი ერთადერთი მძიმედ დაავადებული ქალიშვილი, რომელსაც ნერვული აშლილობა აქვს.
ნონა (56 წლის): „კეთილი ადამიანები რომ არა, მე და ჩემი შვილი დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით შიმშილით. თითქმის მთელი ჩვენი ფული მკურნალობისთვის აღებული კრედიტის დასაფარად მიდის! გაჭირვებამ გვაიძულა, მოწყალება გვეთხოვა. მხოლოდ უფლისა და ჩვენი თანამემამულეების გამოხმაურების იმედიღა გვაქვს“.
ნინო 35 წლისაა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეუძლია მუშაობა. როცა ცოტა უკეთ გრძნობს თავს, დედასთან ერთად დგას ქუჩაში ხელგაწვდილი…
ნინო: „მე და დედა ინვალიდები ვართ, წამლები გვჭირდება, მაგრამ ფული არ გვაქვს, რომ ვიყიდოთ. პროდუქტებიც არ გვაქვს. მშივრები ვართ! ვთხოვთ ყველა გულკეთილ ადამიანს, ნუ აუვლიან გვერდს ჩვენს უბედურებას! დაგვეხმარეთ, გთხოვთ“.
ეს გააკეთა 452 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.