თქვენი ფონდი უფალმა მაპოვნინა! მაპოვნინა ისეთი ადამიანები, ვინც სიხარულით გვეხმარება!
„ ბავშვებს ძალიან უხარიათ , ახლა ლამაზი სახლი რომ გვაქვს . მოხვედით და ჩვენი ცარიელი სახლი აავსეთ “. გოარი : „ქვრივი ვარ, სამი შვილი მყავს, ძალიან მძიმე იყო ჩვენი მდგომარეობა.

- შეგროვდა
- 5 801 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 441
- კამპანია გაიხსნა
- 12 ნოემბერი, 2024
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
11 წლის ულამაზეს გოგონას ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს სწორი ნაწლავი. მუცელთან ამოსულ წანაზარდებს კი ბავშვი პოლიეთილენის პარკით იხვევს, რადგან საბრალო დედას სამედიცინო სტიკერის საყიდლადაც კი არ აქვს ფული. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!..
ეს 11 წლის ანგელინაა, ანგელოზივით ნაზი და ლამაზი. მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც ჩახედოთ ბავშვს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, თუ როგორ იტანჯება. ბავშვს ორი ოპერაცია გაუკეთდა. სწორი ნაწლავი ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს. ზუსტი დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვს ისევ ესაჭიროება ოპერაცია, რომ მოცილდეს ის საშინელი წანაზარდი, რასაც მის მუცელზე ხედავთ. ერთი წანაზარდი უკვე მოკვეთეს.
მოემზადეთ, ახლა ისეთი რამ უნდა გითხრათ, რომ ამ საბრალო გოგონას ცოდვით ძვლები დაგეწვებათ.
შეხედეთ, პოლიეთილენის პარკით იხვევს ბავშვი ამ წანაზარდს, რადგან საბრალო დედას იმის ფულიც კი არ აქვს, რომ ბავშვს აფთიაქში სამედიცინო სტიკერი უყიდოს. მას არც მალამოს ფულის აქვს. ალბათ, ხვდებით, რა საშინელი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა – სეფსისი… ღმერთო, ღმერთო! ეს რა უბედურება ხდება გალსტიანების ოჯახში!
ეს გააკეთა 441 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.