• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 16 სექტემბერი, 2016

მამა მარტო ზრდის შვიდ შვილს!

ჩერნოვეცკის ფონდი უკვე 5 წელია ზრუნავს მათზე, ვინც ცხოვრებაში თავის პრობლემებთან პირისპირ დარჩა.

მამა მარტო ზრდის შვიდ შვილს!
შეგროვდა
3 519 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
167
კამპანია გაიხსნა
16 სექტემბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის ფონდი უკვე 5 წელია ზრუნავს მათზე, ვინც ცხოვრებაში თავის პრობლემებთან პირისპირ დარჩა.

ისტორია ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ ძალიან მძიმე და ტრაგიკულია. თავისი ამბის მოყოლისას რუსლანი ცრემლებს ძლივს იკავებდა…

„საღამოს, ბავშვებს სამსახურიდან რომ დავურეკე მითხრეს, რომ დედას ეძინა და ჯერ არ ამდგარიყო. გულმა მაშინვე მიგრძნო რომ უბედურება დაგვატყდა თავს. სახლში რომ მივედი, ირმა საწოლში იწვა, ბავშვები კი გვერდით ისხდნენ და ჩუმად თამაშობდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათ დედა აღარ ჰყავდათ. მაშინ უფროსი ლიკა 10 წლის იყო, ლიზიკო კი – 5 თვის. მათ არ იცოდნენ, რომ დედიკო ვეღარ მოეფერებათ და ვერ ჩაიხუტებს გულში… როგორ გადავრჩი იმ დღეს და გული როგორ არ გამისკდა არ ვიცი. ორი წელი გავიდა მას მერე, ორი საშინელი და ყველაზე მძიმე წელი…“

ვეკუებს დიდი და ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. რუსლანი მუშაობდა, ეკლესია–მონასტრების მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. ირმა ბავშვებზე ზრუნავდა. ოჯახური იდილია ირმას უეცარმა ავადმყოფობამ დაანგრია. ღვიძლის დაავადებამ სამ თვეში 7 შვილის დედის სიცოცხლე შეიწირა. დაობლდა შვიდი ბავშვი: 10 წლის ლიკა, 9 წლის ლუკა, 7 წლის ვიკა, 5 წლის გიორგი, 4 წლის ილია, 2 წლის მარიამი და 5 თვის ლიზი.

ეს გააკეთა 167 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.