• კამპანია დახურულია
  • ქობულეთი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 11 ნოემბერი, 2024

მთვრალმა ნაძირალებმა სასიკვდილოდ სცემეს მურმანს საკუთარი შვილების თვალწინ!

მეგობრებო, მურმანს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს.

მთვრალმა ნაძირალებმა სასიკვდილოდ სცემეს მურმანს საკუთარი შვილების თვალწინ!
შეგროვდა
10 910 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
800
კამპანია გაიხსნა
11 ნოემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

მურმანმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, გვერდში დაუდგა ნათესავს, რომელსაც ორი მთვრალი მამაკაცი სცემდა. მან მათი გაშველება სცადა და შეხლა—შემოხლის დროს თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. მისი მცირეწლოვანი შვილების – რვა წლის თიკოსა და ცხრა წლის ოთოს თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი იყო ეს ბავშვებისთვის!

თიკა, მურმანის შვილი (8 წლის): „მამიკო ძალიან მეცოდება! ძალიან მიყვარს! მინდა, რაც შეიძლება მალე დადგეს ფეხზე! ადრე გვეთამაშებოდა, პარკში ვსეირნობდით, ხელით მატარებდა. ახლა კი აღარ შეუძლია, სულ წევს; თავი, ფეხები და ხელები ძალიან სტკივა. მამას მკურნალობა სჭირდება! დედას კი ფული არ აქვს, რომ დაეხმაროს! ღმერთს ვთხოვ, ჯანმრთელობა მისცეს ჩემს მამიკოს!“

ის ფაქტი, რომ მურმანი ცოცხალია, ნამდვილი სასწაულია, რეანიმაციაში ორი თვე გაატარა; წონაში ძალიან დაიკლო და მხოლოდ 30 კილოგრამს იწონიდა.

ნათია, მურმანის მეუღლე (32 წლის): „მტერსაც არ ვისურვებდი იმას, რაც ჩვენ გადავიტანეთ. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ! მზად ვარ ვიშიმშილო, ოღონდ ჩემს მეუღლეს საჭირო მედიკამენტები ჰქონდეს! ახლა მურმანმა წამლები ერთი დღეც რომ ვერ მიიღოს, საშინელი კრუნჩხვები ემართება. მეხსიერების ჩავარდნებიც აქვს და არაფერი ახსოვს!“

ეს გააკეთა 800 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.