• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 8 ნოემბერი, 2024

რა ბედნიერებაა! ჩერნოვეცკის ფონდმა მაჩუქა ამდენი უძვირფასესი ადამიანი!

„ჩერნოვეცკის ფონდის საკონტაქტო ინფორმაცია მეგობარმა მომაწოდა, — გვიამბობს ნელან ჩარჩიანი , მარტოხელა დედა, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული.

რა ბედნიერებაა! ჩერნოვეცკის ფონდმა მაჩუქა ამდენი უძვირფასესი ადამიანი!
შეგროვდა
2 984 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
128
კამპანია გაიხსნა
8 ნოემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

სპიტაკში 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს დაინვალიდებული 14 წლის გოგონა, რომელიც ახლა 50 წლის მარტოხელა დედაა და ნამდვილ ვაჟკაცს უზრდის სომხეთს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საბრალო ქალის ეტლს უკვე დიდი ხანია ბატარეა გაუფუჭდა და ამიტომ სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!!!

ეს სულისშემძვრელი კადრები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი – სპიტაკის მიწისძვრის დროს შემორჩა მსოფლიოს. მიწისძვრამ, სულ მცირე, 25 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ათასობით ბავშვის გულმა ნანგრევების ქვეშ უკანასკნელად ამოისუნთქა და სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა. ხოლო სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვების უმეტესობა დაინვალიდდა და დასახიჩრდა. გავიდა წლები… დადგა სხვა საუკუნე და თითქოს „მტვერი“ დაედო ამ საზარელ ისტორიას ისევე, როგორც ბიბლიოთეკის ბოლო თაროზე შემოდებულ წიგნს. დღეების წინ ჩერნოვეცკის ფონდის ოფისში ზარი შემოვიდა. გაისმა ერთი ქალბატონის აკანკალებული და ნამტირალევი ხმა. „მე ნელანი ვარ, სომხეთიდან. მე და ჩემს ერთადერთ შვილს თქვენი თანადგომა ძალიან გვჭირდება, რადგან სხვას არავის ვახსოვართ“. და მართლაც, ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლები სომხეთში გავემგზავრეთ. როდესაც ნელანის სახლში შევედით, ის მაშინვე მიხვდა, რომ საქართველოდან ვიყავით. საბრალო ქალს სიხარულისა და მადლიერების ცრემლები მოადგა თვალებზე.

შეხედეთ, ქალის აცრემლებულ თვალებს და მაშინვე მიხვდებით, თუ რამდენად უცხო იყო მისთვის თანაგრძნობის ხელის გაწვდენა. ნელანის ისტორია მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც რომელიმე რეჟისორმა ფილმი გადაიღოს მის ტრაგიკულ ცხოვრებაზე. მანამდე კი ჩერნოვეცკის ფონდი იქნება პირველი, რომელიც ქალის სულისშემძვრელ ისტორიას მოგიყვებათ. ნელანის ტრაგიკული ცხოვრება სწორედ რომ 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის დღეს იწყება. მაშინ ის 14 წლისა იყო და იმ ავბედით დღეს სკოლის მერხთან იჯდა.

წამებში დაინგრა და მიწასთან გასწორდა ყველაფერი. მათ შორის, ის სკოლაც, სადაც 14 წლის ნელანი მერხთან იჯდა. ბავშვების ცხედრებს ვერ იტევდა ქალაქი… ცა ჩამობნელდა… რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ნელანს თურმე მიწისძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ესიზმრებოდა, რომ სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების სახურავზე მგელი იჯდა. როცა 14 წლის გოგონამ გაიღვიძა, არაამქვეყნიურმა ძალამ აგრძნობინა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი არ იყო, როგორც სხვა დროს. ეს იყო თითქოს ხილვა, რომ ძალიან მალე სომხეთს დიდი უბედურება ელოდა. 14 წლის ნელანმა იმავე დღეს გააფრთხილა მასწავლებლები და მშობლები, რომ ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღებში არ გაეშვათ. რა თქმა უნდა, გოგონას არავინ მოუსმინა. ხოლო იმ ავბედით დღეს, 7 დეკემბრის დილას, ნელანმა უკვე ზუსტად იცოდა, რომ უბედურების ჟამი მოახლოვდა. გმირი გოგონა არ შეშინდა, სასწრაფოდ ჩაიცვა და სკოლაში გაიქცა, რათა სხვა ბავშვების სიცოცხლე ეხსნა. ეს ხომ ნამდვილი გმირობაა! პატარა გოგონამ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე დადო მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ბავშვები გადაერჩინა. და მართლაც, სკოლაში მისულმა მასწავლებლებს სთხოვა, რომ ბავშვები გამოეშვათ, რადგან დიდი უბედურება მოხდებოდა იმ დღეს. ნელანს არავინ მოუსმინა და ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ თავად ნელანი, რომელსაც გამოღწევა უნდოდა სკოლიდან, ძალით დააბრუნა დირექტორმა კლასში. „შენ საუკეთესო მოსწავლე ხარ და არ შეიძლება ასეთი მიზეზების მოძებნა და ბავშვების შეშინება იმის გამო, რომ გაკვეთილები გაცდეს“. საბრალო ნელანი მერხთან დასვეს, მაგრამ ამ დროს მან ზუსტად იცოდა, რომ სიკვდილი სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა სომხეთის ცას… და მართლაც, რამდენიმე წუთის შემდეგ ისეთი ხმა გაისმა, თითქოს დედამიწა გაიხსნა და ყველაფერი უნდა შთანთქას. წამებში მიწასთან გასწორდა უზარმაზარი შენობები, სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები. და დიახ… სწორად მიხვდით, ძვირფასო მკითხველო… ის სკოლაც მიწასთან გასწორდა, რომლის მერხთან ნელანი იჯდა. ნელანის თანაკლასელების უმეტესობა, 14 წლის ანგელოზი გოგო—ბიჭები ნანგრევებში მოყვნენ და მათი უმეტესობა დაიღუპა. ნანგრევებში მოყვა ნელანიც, მაგრამ ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. თუმცა თვალებბრიალა, ეშხიანი და კეთილი გოგონა სამუდამოდ დაინვალიდდა. დიახ, წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, 14 წლის ასაკში სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის ეტლს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!

ეს გააკეთა 128 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.