• კამპანია დახურულია
  • ჭიათურა
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 5 ნოემბერი, 2024

მივმართავთ სრულიად საქართველოს! დაგვეხმარეთ სამი შვილის დედის გადარჩენაში!

„ჩემი შვილებისთვის მინდა ვიცოცხლო და ფეხზე დავდგე! ბავშვებს დედა სჭირდებათ! დამეხმარეთ, ღვთის გულისათვის!“ — მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა შეძლო ჩურჩულით ლიკამ, როცა საავადმყოფოში…

მივმართავთ სრულიად საქართველოს! დაგვეხმარეთ სამი შვილის დედის გადარჩენაში!
შეგროვდა
36 817 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
2 300
კამპანია გაიხსნა
5 ნოემბერი, 2024
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„ჩემი შვილებისთვის მინდა ვიცოცხლო და ფეხზე დავდგე! ბავშვებს დედა სჭირდებათ! დამეხმარეთ, ღვთის გულისათვის!“ — მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა შეძლო ჩურჩულით ლიკამ, როცა საავადმყოფოში მოვინახულე. ქალს ტრაქეოსტომა აქვს ყელში და საუბარი უჭირს.

მივმართავთ სრულიად საქართველოს! მეგობრებო, სამი შვილის დედას, ლიკას, თქვენი დახმარება სჭირდება, ის მხოლოდ 22 წლისაა. მაისში რვა თვის ორსული იყო, როცა ჩუტყვავილა დაემართა. მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა, ახალგაზრდა დედას კი ორივე თირკმელი გაუჩერდა და თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტა.

შეხედეთ, დაავადებამ იმდენად შეცვალა ახალგაზრდა ლამაზი ქალის სახე, რომ ვერც კი იცნობთ! რამხელა ტკივილი ჩანს მის თვალებში! ლიკამ მეოთხე შვილი დაკარგა და კინაღამ თვითონაც დაიღუპა!

ირმა, ლიკას დედა: „მძიმედ დაავადებული, მომაკვდავი ლიკას მკურნალობაზე ყველა სახელმწიფო საავადმყოფომ უარი თქვა. ღმერთო, ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო?! ადამიანის საიქიოდან დაბრუნება შეუძლებელია, – ექიმების პასუხი ასეთი იყო! იძულებული გავხდით, კერძო კლინიკისთვის მიგვემართა. ლიკამ ხუთი თვე რეანიმაციაში გაატარა, გაუნძრევლად იწვა, ხელოვნური სუნთქვის მართვის აპარატზე შეერთებული. ჩვენი გოგონას მკურნალობისთვის უზარმაზარი დავალიანება დაგვიგროვდა – 135 000 ლარი, რომლის დამოუკიდებლად გადახდის საშუალება არ გვაქვს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ და ყველას, ყველას გთხოვთ დახმარებას! მთელ საქართველოს! დღემდე მხოლოდ უცხო ადამიანების დახმარების წყალობით მოვაღწიეთ, უზომოდ მადლობელი ვარ ყველასი!“

ეს გააკეთა 2 300 ადამიანმა

თითოეული წერტილი 3 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.