შესანიშნავი დამხმარეები ხართ! თქვენ ძალა მოგვეცით, კიბოსთან ბრძოლა რომგავაგრძელოთ!
პატარა ალინას თავის ტვინის კიბო აქვს. წინ, მას ქიმიოთერაპიის 8 კურსი ელოდება. კიბოს შეჭირვებულ ოჯახში მოსვლაზე უფრო საშინელი ხომ, არაფერია.

- შეგროვდა
- 4 972 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 151
- კამპანია გაიხსნა
- 3 ნოემბერი, 2024
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
7 წლის ალინას კაცობრიობის ყველაზე ვერაგი დაავადება – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს. კიბო ცოცხლად ჭამს ბავშვს. გოგონა, რომელსაც დიდი და ლამაზი თვალები აქვს, ვერ დადის, ვერ საუბრობს, მაგრამ თვალებით ითხოვს შველას.
სიკვდილი გოგონას სამუდამოდ წაყვანას ცდილობს. სიცოცხლის წამზომი ჩართულია!
ეს 7 წლის ალინაა. შეხედეთ ამ ფოტოებს და მაშინვე მიხვდებით, რომ პატარა ანგელოზი ვერაგ სიკვდილს უკანასკნელი ძალებით ებრძვის. გოგონა არ ნებდება, მაგრამ მისი პატარა გული ვეღარ უძლებს ამდენს. მას მეტად აღარ შეუძლია ამის მოთმენა. და ვინ იცის, შეიძლება ერთ დღესაც სამუდამოდ დანებდეს სიკვდილს. არა!!! არა!!! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! პატარა გოგონა სიკვდილთან პირისპირ მარტო არ უნდა დავტოვოთ, თორემ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. ალინას კეთილი გული გვაპატიებს, მაგრამ საკუთარი სინდისი არასდროს, არასდროს გვაპატიებს.
ალინა დაბადებიდან უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა. როდესაც გოგონას 7 წელი შეუსრულდა, ჩაიფიქრა, რომ სხვა ბავშვებივით მხიარული ყოფილიყო. რას წარმოიდგენდა მაშინ ბავშვი, რომ მალე ბედნიერების ნაცვლად, სიკვდილი ეცდებოდა მასთან „სტუმრობას“. ოთხი თვის წინ ბავშვს ინსულტი დაემართა. ის ნახევრად მკვდარი შეიყვანეს საავადმყოფოში. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ თურმე გოგონას ტვინს სიმსივნე ჭამს.
ეს გააკეთა 151 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.