• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 8 სექტემბერი, 2016

ახალგაზრდა ლამაზმანის ტრაგიკული ცხოვრება

მეგობრებო, ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია – ჩვენი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი ხათუნა ჭაღიაშვილი.

ახალგაზრდა ლამაზმანის ტრაგიკული ცხოვრება
შეგროვდა
4 938 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
305
კამპანია გაიხსნა
8 სექტემბერი, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

მეგობრებო, ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია – ჩვენი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი ხათუნა ჭაღიაშვილი. გვინდა მისი ტრაგიკული ისტორია გაგიზიაროთ!

ხათუნა თბილისში ცნობილ ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. მისი დედა ქალბატონი ნელი თეატრალური ინსტიტუტის დეკანი იყო, მამა ბადრი სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. ხათუნამაც თავისი ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშირა, თეატრალურში ჩააბარა და შემდეგ რეზო გაბრიაძის თეატრში დაიწყო მუშაობა.

მაგრამ ერთმა წამმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა! ერთ დილას ხათუნა სამსახურში მიდიოდა, მაგრამ ქუჩაში შეუძლოდ გახდა და გულწასული დავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. 26 დღე ხათუნამ უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში გაატარა.

როდესაც დარდით განადგურებულ მშობლებს ხათუნა საავადმყოფოდან გამოყავდათ, ენერგიული, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ქალისგან აღარაფერი დარჩენოდა. ხათუნა ვერ მოძრაობდა, არ რეაგირებდა ხმებზე, ტკივილისგან ხელ–ფეხი სულ დაეკრუნჩხა, საშინელი ნაწოლები გაუჩნდა და მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა. მამას დასუსტებული ხათუნა საავმყოფოდან ხელში აყვანილი გამოჰყავდა.

ეს გააკეთა 305 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.