• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 29 აგვისტო, 2016

ნადარაიებს არსებობისთვის ჩვენი დახმარება სჭირდება!

ჩამოშლილი კედლები, ჩამტვრეული შუშები, დაობებული ავეჯი, ნესტიანი საბნები და ბალიშები, დახეული თეთრეული...

ნადარაიებს არსებობისთვის ჩვენი დახმარება სჭირდება!
შეგროვდა
2 587 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
142
კამპანია გაიხსნა
29 აგვისტო, 2016
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩამოშლილი კედლები, ჩამტვრეული შუშები, დაობებული ავეჯი, ნესტიანი საბნები და ბალიშები, დახეული თეთრეული… ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობს ნადარაიების მრავალშვილიანი ოჯახი. 7 შვილის დედ–მამამ, გიამ და ნატალიამ ჩვენ დახმარების თხოვნით მოგვმართეს!

ძნელი დასაჯერებელია, რომ შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, საცხოვრებლად გამოდგება! ეს სახლი საშინელებათა ფილმის კადრს უფრო გავს და თითქოს აქ მცხოვრები ბავშვებიც ამ ფილმის გმირები არიან.

მათი არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა. ახლობლებმაც, ნათესავებმაც და სახელმწიფომაც… თავიანთი ერთადერთი შემოსავალი – სოციალური შემწეობაც ოჯახის მეშვიდე წევრის დაბადებისთანავე შეუწყვიტეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები შიმშილობენ და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები!

ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 4 თვის ქეთევანია. თავისი უფროსი და–ძმისგან განსხვავებით, იგი ჯერ ვერ ხვდება რა საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება.

ეს გააკეთა 142 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.