დამსახურებული მშენებელი საშინელ პირობებში ცხოვრობს!
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ბატონი ომარის მხარდასაჭერად.

- შეგროვდა
- 1 340 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 99
- კამპანია გაიხსნა
- 22 აგვისტო, 2016
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„სოციალური პარტნიორობის“ 600 ბენეფიციარს შორის ბევრი გამოჩენილი ადამიანია. თავის დროზე მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ახლა კი სიღატაკეში ცხოვრობენ ყველასგან დავიწყებულები და მიტოვებულები… ზოგი მხოლოდ ჩვენი ფონდის იმედად არის დარჩენილი.
ომარ კვენიტაძე საქართველოს დამსახურებული მშენებელია. ის გრანდიოზულ მშენებლობებში იღებდა მონაწილეობას. აშენებდა სახლებს, სკოლებს, დიდ მიკრო–რაიონებს. უამრავი დიპლომი აქვს მიღებული. მაგრამ ყველაზე მეტად ამაყობს სიგელით, რომელიც ფილარმონიის აშენებისთვის მიიღო! ომარი ამ უკვე გაცრეცილ ფურცელს ბალიშის ქვეშ ინახავს და ძალიან უფრთხილდება.
სანამ მუშაობდა, მის ოჯახს არაფერი აკლდა. მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს ომარმა მძიმე ტრავმა მიიღო და მხედველობა დაკარგა. მკურნალობა და მხედველობის შესანარჩუნებელი ოპერაცია რომ დაეფინანსებინათ, გაყიდეს ყველაფერი რაც ებადათ. საცხოვრებლად კი ნაქირავებ ბინაში გადავიდნენ.
ნერვიულობის ფონზე ომარს სისხლძარღვების დაავადება დაემართა. ოჯახმა მთელი დანაზოგი ამ დაავადებასთან ბრძოლაში დახარჯა მაგრამ სამწუხაროდ ორივე ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი შეიქმნა.
ეს გააკეთა 99 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.