4 წლის ბესო სორდიას ესაჭიროება ჩვენი დახმარება!
საქველმოქმედო ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“ 2012 წლიდან სასიცოცხლო სახმარებას უწევს 600 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს

- შეგროვდა
- 5 705 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 245
- კამპანია გაიხსნა
- 15 აგვისტო, 2016
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
საქველმოქმედო ფონდი ,,სოციალური პარტნიორობა“ 2012 წლიდან სასიცოცხლო სახმარებას უწევს 600 საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს. მათი უმრავლესობა მარტოხელა, ყველასგან მივიწყებული მოხუცია, რომლებზეც ჩვენი ფონდის თნამშრომლების გარდა არავინ ზრუნავს. მაგრამ სამწუხაროდ ფონდის ბენეფიციარებს შორის პატარა ბავშვებიც არიან, რომლებსაც დაბადებიდან არ გაუმართლათ, რომლებმაც არ იციან რა არის იყო ჯანმრთელი, რომლებსაც ტკივილის გარდა არაფერი უგრძნიათ.
როდესაც ჩვენ ფონდში დახმარების თხოვნით 4 წლის ბესოს ბებიამ მოგვმართა, ჩვენ არ შეგვეძლო მისი პრობლემება გულთან ახლოს არ მიგვეტანა.
სორდიების ოჯახში ნანატრი შვილი ბევრი თანდაყოლილი პათოლოგიებით დაიბადა. მას მიკროცეფალია, გულის მანკი და ცერებრალური დამბლა აღმოუჩინეს. ასევე მას მხედველობის პრობლემა აქვს. ოჯახი დაზაფრა ამ ამბავმა, პატარა უმწეო ჩვილის დატოვება აზრადაც არ ჰქონდათ. ბესოს მოვლა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. კვება, განსაკუთრებული მოვლა, ხშირი გულყრები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, გაუთავებელი ანალიზები და მკურნალობა… ბესო უმეტეს დროს რეანიმაციაში და საავადმყოფოებში ატარებდა…
სამწუხაროდ ბესოს დედამ ვერ გაუძლო ფიზიკურ დატვირთვებს და სტრესს… მან დატოვა ბესო და სახლიდან წავიდა. პატარა ბესოს მოვლის მთელი სიმძიმე ახალგაზრდა მამას ბაჩანას და ბებია სილვას დააწვათ მხრებზე.
ეს გააკეთა 245 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.