მეგობრებო, ჩათვალეთ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან!
Примите боль этих несчастных всем сердцем! Ведь им не прожить без нашей заботы, без нашей помощи! Они тихо умрут, даже не понимая, отчего умерли!

- შეგროვდა
- 7 878 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 526
- კამპანია გაიხსნა
- 9 დეკემბერი, 2023
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ამ საბრალო ადამიანების ტკივილი, ჩვენი დახმარებისა და მზრუნველობის გარეშე ხომ, ისინი ვერ გადარჩებიან! ჩუმი სიკვდილით მოკვდებიან და საკუთარი დაღუპვის მიზეზსაც ვერ გაიგებენ! მაღალჩინოსნებმა, ვინც არ თვლის მათ ადამიანებად და საქართველოს ისეთივე მოქალაქეებად, როგორიც სხვები არიან, არ იციან, რა ელით ხვალ!
ფული, რომელსაც უფლის სახელით მათი მოვლა-პატრონობისთვის ვაგროვებთ, მთლიანად დაიხარჯება ამ საბრალო ადამიანების დასახმარებლად! მეგობრებო, გვირჩიეთ, როგორ დავეხმაროთ ამ შეჭირვებულ ადამიანებს? შეგვიძლია გადავანაწილოთ თანხა ერთ წელიწადზე და დავეხმაროთ მათ საკვებითა და მედიკამენტებით. კიდევ რის გაკეთება შეიძლება? მაგრამ, ყველაფრისთვის ფულია საჭირო! თანაც, საკმაოდ ბევრი!
მეგობრებო, სამ თვეში ერთხელ გაგაცნობთ ოჯახის მიმდინარე მდგომარეობას! ღმერთო, უშველე ყველას!
ამ ნანგრევებში ცხოვრობს ოჯახი, რომელიც ტანჯვისთვის და მარტოობისთვის არის განწირული. დედა, მამა და მათი შვილი, სამივე არიან ავად. ძალიან მძიმედ ავად არიან. შესაძლოა, ჯანმრთელად გამოიყურებიან კიდეც, მაგრამ ამ დროს, საკუთარი თავის მოვლაც კი არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრის მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს, დედამისი ოცნებობდა იმაზე, რომ ის თავის სიყვარულს შეხვდებოდა და ოჯახს შექმნიდა. მისი ოცნება იყო ასეთივე მარტოსული, საზოგადოებისგან გარიყული გოგონას პოვნა. ვალეს მეზობელ სოფელში მისი მეორე ნახევარი — მაია აღმოაჩინეს. 34 წლის წინ, მათ შვილიც შეეძინათ — თამარი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მასაც დედ-მამისგან მემკვიდრეობით გადაეცა ყველანაირი დაავადება: ვერ ლაპარაკობს, სიარული უჭირს და საერთოდ არაფერი ესმის.
ეს გააკეთა 526 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.