• კამპანია დახურულია
  • აბაშა
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 17 ნოემბერი, 2023

ოთხი ბავშვი შიმშილისგან ტირის! დააპურეთ ისინი ისევე, როგორც საკუთარ შვილებს დააპურებდით!

ხუთი წლის ლიზის სიმწრით აქვს ჩაბღაუჭებული ხმელი პურის ნატეხი. ის ავად არის, ძალიან სუსტია, ცერებრული დამბლით იტანჯება, დაიბადა მგლის ხახით, მაგრამ, პურის ბოლო ლუკმას ვერავინ…

ოთხი ბავშვი შიმშილისგან ტირის! დააპურეთ ისინი ისევე, როგორც საკუთარ შვილებს დააპურებდით!
შეგროვდა
17 248 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
1 173
კამპანია გაიხსნა
17 ნოემბერი, 2023
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ხუთი წლის ლიზის სიმწრით აქვს ჩაბღაუჭებული ხმელი პურის ნატეხი.

ის ავად არის, ძალიან სუსტია, ცერებრული დამბლით იტანჯება, დაიბადა მგლის ხახით, მაგრამ, პურის ბოლო ლუკმას ვერავინ წაართმევს ხელიდან. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ლიზიც კი ხვდება იმას, რომ ამ ლუკმისთვის თუ არ იბრძოლა, შეიძლება რამდენიმე დღით დარჩეს მშიერი!

„მომიტანე პური, მამიკო. ბოლო ლუკმა ლიზიმ შემიჭამა, ერთი ნამცეციც კი არ დამიტოვა!“

სამი წლის ლიზი საათობით ზის სახლის კიბეზე და მამას ელოდება, რომელიც შეჰპირდა, რომ წავა და პურის ფულს იშოვნის. ბოლო ლუკმა ხომ, ლიზის მისცა დედამ. დედიკო ყოველთვის მაგას აძლევს პურს იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეცოდება. ოთხი შვილის მამა კი, ყოველთვის ვერ ახერხებს დღიური სამსახურის შოვნას, რომელშიც გადაუხდიან იმდენს, რომ სახლში ცარიელი ხელით არ დაბრუნდეს. პატარებისთვის და მეძუძური დედისთვის კი, ოთხი პური მაინც უნდა მიიტანოს, სხვა რამის იმედიც არ აქვთ.

ეს გააკეთა 1 173 ადამიანმა

თითოეული წერტილი 2 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.