იცი, ამ სახლის პატრონი ვინ არის? მიწის?.. ნახე, რამხელაა! ამ ვარიების, მსხლის და ვაშლის ხეების…
ცხრა წლის განმავლობაში ცუდ პირობებში, ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობდით, — ამბობს მაია. — დავიტანჯეთ. არა მხოლოდ ბინიდან ბინაში, არამედ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა გვიწევდა.

- შეგროვდა
- 35 306 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 2 129
- კამპანია გაიხსნა
- 8 ნოემბერი, 2023
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„დედა, არ მოკვდე!“ სამი პატარა ბავშვი და მათი მძიმედ ავადმყოფი დედა შიმშილით იტანჯებიან! ბავშვებმა ბალახის ჭამა დაიწყეს! ნუთუ დავუშვებთ ასეთ რამეს?!
„ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩემი შვილების თვალწინ არ მოვკვდე. რამდენიმეჯერ გონება დავკარგე, ძირს დავეცი, ბავშვებს კი ეგონათ, რომ მოვკვდი. როგორ ტიროდნენ, ღმერთო… მე კი მესმოდა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი! რა კარგი იქნებოდა, მოვმკვდარიყავი იმ დღეს და აღარ მენახა ჩემი შვილების ტანჯვა!“
ამ სიტყვებს სამი ბიჭუნას დედა, მაია ამბობს. მას აღარ შეუძლია თავისი შვილების ტანჯვის ყურება. ექვსი წლის ვაკო, 4 წლის საბა და 2 წლის აკაკი შიმშილობენ და ამის გამო, ხშირად ავადმყოფობენ კიდეც.
„საბა გულის მანკით იტანჯება, მას აქვს დაუნის სინდრომი და ვერ ლაპარაკობს“
ეს გააკეთა 2 129 ადამიანმა
თითოეული წერტილი 3 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.