SOS! SOS! SOS! კიბო! ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია! გთხოვთ, დაეხმარეთ გადარჩენაში ეკას!
ჯერ კიდევ გუშინ, სავსებით ბედნიერი და ჯანმრთელი ქალი ვიყავი. საყვარელი მეუღლე და შვილი მყავდა! თითოეული თქვენგანიც ძალიან მიყვარს!

- შეგროვდა
- 14 395 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 1 260
- კამპანია გაიხსნა
- 31 ოქტომბერი, 2023
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ჯერ კიდევ გუშინ, სავსებით ბედნიერი და ჯანმრთელი ქალი ვიყავი. საყვარელი მეუღლე და შვილი მყავდა! თითოეული თქვენგანიც ძალიან მიყვარს! დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია, მაგრამ არ მინდა, მაწანწალა ძაღლივით, ქუჩაში გავატარო უკანასკნელი დღეები! ჩემო თანამემამულეებო, თქვენი სიკეთისთვის უფალი დაგლოცავთ!
„ხვალ ქუჩაში დავრჩები უფეხო ქალი, ვერ ვხედავ გამოსავალს,“ — ეტლში მჯდომარე ეკა, სიმწრის ცრემლებს ძლივს იკავებს. – „21 ოპერაცია გადავიტანე! დამჯიჯგნეს, დამსერეს, სხეულზე ადგილი არ მაქვს დარჩენილი, რომ არ მტკიოდეს, დაზიანებული მაქვს ყველა ორგანო…“ 47 წლის ეკატერინე, 13 წელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლისთვის იბრძვის. სათვალავი აქვს დაკარგული, რამდენჯერ აღმოჩნდა დანის ქვეშ! ხერხემლის თიაქრის ამოკვეთას გართულებები მოჰყვა, გაჩენილი წყლულების გამო, მოსაკვეთი გაუხდა ფეხი… გარდა ამისა, სეფსისი, კენჭები ნაღვლის ბუშტში, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. ერთი ადამიანისთვის ამდენ დაავადებასთან გამკლავება ხომ, შეუძლებელია! მაგრამ, მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილების, გონების ხშირი კარგვის და ჰალუცინაციების, ეკა მაინც პოულობს საკუთარ თავში ძალას და სიცოცხლეს აგრძელებს. მას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება, რადგან ხვალ, ეს ტანჯული ქალი, ამდენი დაავადებით აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ!
მართლაც, ერთი წამით წარმოვიდგინოთ, როგორია მისი ყოველდღიურობა? როდესაც გაუსაძლის ტკივილს, ემატება უსახლკარობა და ხვალინდელი დღის შიში.
— ეკატერინე, გვიამბეთ, თუ შეიძლება, რა შეგემთხვათ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ეს გააკეთა 1 260 ადამიანმა
თითოეული წერტილი 2 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.