• კამპანია დახურულია
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 17 ოქტომბერი, 2023

უხელფეხოდ დარჩენილი, გუდასავით… ის არავის სჭირდება, თავად კი, ძლივს უმკლავდება ყველაფერს და…

პატარა ოთახში, ნესტსა და სიცივეში, ზის კაცი, დაუსრულებელ ტანჯვად არის ქცეული მისი ცხოვრება.

უხელფეხოდ დარჩენილი, გუდასავით… ის არავის სჭირდება, თავად კი, ძლივს უმკლავდება ყველაფერს და…
შეგროვდა
2 456 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
226
კამპანია გაიხსნა
17 ოქტომბერი, 2023
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

პატარა ოთახში, ნესტსა და სიცივეში, ზის კაცი, დაუსრულებელ ტანჯვად არის ქცეული მისი ცხოვრება.

თქვენს წინაშეა ადამიანი, რომელიც უმოწყალოდ გასწირა ბედისწერამ, საშინელმა დაავადებამ კი, ხელ-ფეხის გარეშე დატოვა. წარსულ, ნორმალურ და ჯანმრთელ ცხოვრებაზე, მხოლოდ მტანჯველი მოგონებები აქვს შემორჩენილი. ცოცხალ გვამად აქცია თოთხმეტმა ოპერაციამ. მკურნალობის ნაცვლად, ექიმებმა მისი პრობლემები სკალპელით გადაჭრეს.

„უნდა ილოცოს ადამიანმა, ამ თეთრხალათიან ყასბებს ხელში რომ არ ჩაუვარდეს. ვერ გადაურჩება! შემომხედეთ, რა დღეში ჩამაგდეს! თეთრხალათიანმა ყასაბებმა საახალწლო გოჭივით დამჩეხეს — ამბობს ზვიადი და გვაჩვენებს თავის ხელ-ფეხს, უფრო სწორედ იმას, რაც მათგან დარჩა. — დამჩეხეს. ჩემი პრობლემებით რომ ვაკითხავდი, მაშინვე დანის ქვეშ მაწვენდნენ.“

ზვიადს მარცხენა ხელზე მხოლოდ ნახევარი თითი აქვს დარჩენილი, რომლითაც ეტლს მართავს.

ეს გააკეთა 226 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.