რას გააკეთებდით, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ? რას მოიმოქმედებდით, ლუკმა პური რომ აჭამოთ?
იცით, რა ემართება ადამიანს, როდესაც მთელი დღე მშიერია? ორი დღე? სამი? და თუ ეს ადამიანები, ათი წლის გოგონა და მისი ცხრა წლის დაიკო არიან? და თუკი საერთოდ, ხუთ ბავშვზეა საუბარი?!

- შეგროვდა
- 12 373 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 1 103
- კამპანია გაიხსნა
- 9 ოქტომბერი, 2023
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
იცით, რა ემართება ადამიანს, როდესაც მთელი დღე მშიერია? ორი დღე? სამი? და თუ ეს ადამიანები, ათი წლის გოგონა და მისი ცხრა წლის დაიკო არიან? და თუკი საერთოდ, ხუთ ბავშვზეა საუბარი?! ახლავე გიამბობთ! ჩვენ ხომ, ყველაფერს გიამბობთ, ხოლმე.
მარი (10 წლის): პირველ დღეს კიდევ არა უშავდა, უბრალოდ ძლივს დავიძინეთ. სულ პურის სურნელი გველანდებოდა. მეორე დღეს უკვე თავი და მუცელი მტკიოდა. აღარ მახსოვს, რომელი უფრო. საღამოს ტირილი მინდოდა. მაგრამ, ცრემლებს ვიკავებდი, დედიკოს რომ არ ენახა. მე ხომ, ყველაზე დიდი ვარ! მე რომ ტირილი დამეწყო, ყველა ამყვებოდა. მესამე დღეს კი, უკვე ცუდად მესმოდა ყურში და თვალებშიც რაღაც მუქი ლაქები მქონდა.
„პატარა ელენეს ყველაზე ძნელად გადააქვს შიმშილი“
ნინი (9 წლის): შიმშილი ცუდია. „ბუ-უ-უ-უ“ — აი, ასეთი ხმა მქონდა ყურებში. ყველაფერი გაშავდა და მეძინებოდა. მაგრამ სხვანაირად, ისე კი არა, როგორც ღამით. თითქოს, დაიძინებ და ვეღარ გაიღვიძებ, უფლისწულმა რომ გაკოცოს, მაშინაც კი.
ეს გააკეთა 1 103 ადამიანმა
თითოეული წერტილი 2 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.