• კამპანია დახურულია
  • ჩხოროწყუ
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 6 ოქტომბერი, 2023

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის «აფეთქდება», არავინ იცის.

ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას! მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება.

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის «აფეთქდება», არავინ იცის.
შეგროვდა
8 377 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
835
კამპანია გაიხსნა
6 ოქტომბერი, 2023
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას!

მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება. უკვე ორი წელია, დენთის კასრზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს. მისი მარტო დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება, შესაძლოა, ტირილის დროს ცრემლებმა დაახრჩოს ან გონება დაკარგოს. ღმერთო, ყველა დედა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან!

„სულ ხელით უნდა ატარონ გაბრიელი. მას გულის მანკი აქვს და სასის ნაპრალი.“

ბარბარე (10 წლის): რომ დაიქოქება და ტირილს დაიწყებს, ვეღარ ვმეცადინეობთ, ხოლმე! კიდევ, მგელივით იკბინება. აბრამმა ასწავლა, რომ შეუძლია თავის დებს უკბინოს. ოღონდ კარგად იყოს და დანარჩენს ავიტანთ, რამენაირად!

ეს გააკეთა 835 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.