სრულიად უსუსური და უბედური. მაგრამ თეიმურაზი ადამიანი და ჩვენი თანამემამულეა!
თითქოს განგებ აწამეს თეიმურაზი: ჯერ სათითაოდ მოაჭრეს თითები, შემდეგ მთლიანი ტერფი, მერე კი ორივე ფეხი...

- შეგროვდა
- 11 720 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 790
- კამპანია გაიხსნა
- 29 სექტემბერი, 2023
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედებსაც კი, ასე არ აწამებენ. თეიმურაზს ჯერ თითები, მერე ტერფი, შემდეგ მუხლამდე და ბოლოს, მთლიანად მოჰკვეთეს ფეხი.
ცხრაჯერ მოუწია დანის ქვეშ დაწოლა, ცხრაჯერ დაემშვიდობა ოჯახს ეს კაცი, რომელსაც გული ისედაც აწუხებს. მისთვის, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს ყოველი შემდეგი ოპერაცია!
ნათელა: ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი მეუღლე ორი წლის განმავლობაში აწამეს, ნაწილ-ნაწილ მოჰკვეთეს ხორცი. გული აწუხებს, დიაბეტი აქვს. წყეულმა ნარკოზმა კი საბოლოოდ მოუსპო ნერვები. სულ ჩხუბობს. ვცდილობ, რომ დავამშვიდო, ის კი უარესად ბრაზდება. ჯანმრთელი კაცი იყო, ყოველთვის მუშაობდა და უცებ ხეიბრად იქცა და ეტლში ჩაჯდა. ძალიან განიცდის, რა თქმა უნდა.
„ჩემი დახმარების გარეშე, ვერაფერს აკეთებს და სულ თვალებში შემომცქერის“
ეს გააკეთა 790 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.