შენ საუკეთესო ხარ — ყველაფერი გამოგივა!
ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 2011 წლის 26 ოქტომბრამდე და ამ თარიღის შემდეგ.

- შეგროვდა
- 1 242 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 111
- კამპანია გაიხსნა
- 29 დეკემბერი, 2015
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: 2011 წლის 26 ოქტომბრამდე და ამ თარიღის შემდეგ. სახლიდან გამთენიისას გამოვედი, როდესაც „ტაქსაობას“ დილიდან იწყებ, უფრო მეტის შოვნაა შესაძლებელი. ეს კარგად ვიცი, რადგან ტაქსის მძღოლად, თითქმის სკოლის დამთავრების შემდეგ ვმუშაობ. როდესაც მამა ავად გახდა და ინსულტი გადაიტანა, ოჯახი რომ შემენახა, სწავლას თავი დავანებე და საჭეს მივუჯექი.
იმ დღეს წვიმდა, გზაზე ძაღლმა გადამირბინა, მას ავაცილე, სველ გზაზე მოვსრიალდი და მეტი არაფერი მახსოვს… გონს რომ მოვეგე, სასწრაფო დახმარების ექიმი დავინახე… წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი… მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა… ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, შემეცოდა დედაჩემი, მამა, ჩემი თავიც…
როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს, მითხრეს, რომ „აღდგენას არ ვექვემდებარები“ ისევე როგორც ჩემი მანქანა. მეც არ მჯეროდა, რომ ოდესმე ავდგებოდი და გავივლიდი. მშობლების პენსია საჭმლისთვის და წამლებისთვის არ იყო საკმარისი, რეაბილიტაციის კურსის ჩატარებაზე საუბარიც ზედმეტი იყო.
მაგრამ, მოულოდნელად ჩვენთან მოვიდნენ საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ წარმომადგენლები და შემოგვთავაზეს დახმარება. აგერ უკვე სამი წელია ფონდის ექთნები უსასყიდლოდ მიტარებენ სარეაბილიტაციო მასაჟის ინტენსიურ კურსს. არავის სჯეროდა, რომ ასეთ შედეგებს მივიღებდით. მე უკვე შემიძლია ორთეზების დახმარებით გადაადგილება. ორთეზები სიარულის დროს მეხმარება, ფეხს აფიქსირებს. მაგრამ რამოდენიმე ხნის წინ სიარულის დროს წავიქეცი, და ჩემი ერთადერთი ორთეზი გატყდა. მისი აღდგენა შეუძლებელია, ახლის შესაძენად, ჩემს ოჯახს თანხა არ აქვს. მე კი, თუ ხშირად არ ვივლი, ამდენი წლის ნაშრომი და მიღწეული შედეგები შეიძლება წყალში ჩამეყაროს.“ ეს ისტორია, ჩვენი ფონდის ერთ-ერთმა პირველმა ბენეფიციარმა — ლევან გრიგორიანმა მოგვიყვა.
ეს გააკეთა 111 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.