ნამდვილი სიყვარულის ამბავი
ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ იწყებს აქციას მჭედლიძეების ოჯახის დასახმარებლად.

- შეგროვდა
- 1 317 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 75
- კამპანია გაიხსნა
- 22 დეკემბერი, 2015
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე, ჭირსა და ლხინში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთმანეთს“… ეს სიტყვები ალბად ფილმებში მოგისმენიათ. ერთი პატარა თბილისური ოჯახისთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის — ეს მათი ცხოვრების პრინციპია.
გაიცნეს და მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, დაქორწინდნენ, ბავშვიც შეეძინათ… ნინო და რობერტი ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ დღეს მათი მშვიდი ცხოვრება უბედურმა შემთხვევამ შეცვალა…
ნინო სარეცხს ფენდა, ფეხი დაუცურდა და აივნიდან გადავარდა. თავის და ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. გადარჩა, მაგრამ ეტლსაა მიჯაჭვული და მეტყველების პრობლემებიც აქვს.
ეს დარტყმა რობერტისთვის დიდი ტრაგედია იყო. მისი ცხოვრება მხოლოდ მეუღლის და შვილის მოვლაზე იყო ორიენტირებული. მუდმივი სტრესის და ნერვიულობის ფონზე, რამოდენიმე წელიწადში, ეს მის ჯანმრთელობასაც დაეტყო. რობერტმა გადაიტანა ინსულტი, რის შედეგადაც ერთი წელი სრულიად პარალიზებული იყო.
ეს გააკეთა 75 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.