გახდი თოვლის ბაბუა
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას „გახდი თოვლის ბაბუა“

- შეგროვდა
- 778 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 38
- კამპანია გაიხსნა
- 21 დეკემბერი, 2015
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
მალე მოვა ახალი წელი — ყველა ბავშვი ამ დღესასწაულის დადგომას დიდი სიხარულით ელოდება, რადგან ამ დღეს შეიძლება მათი ყველა ოცნება ასრულდეს. ბავშვებმა მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან უკვე დაუწერეს თოვლის ბაბუას წერილები თავიანთი სურვილებით, მაგრამ იმედი არ აქვთ, რომ ნაძვისხის ქვეშ საჩუქრები დახვდებათ, იმიტომ, რომ ზოგიერთს ნაძვისხეც არ აქვს!
მათი სურვილები კი ძალიან უბრალოა. ზოგს სათამაშო მანქანა უნდა, ზოგს თუთიყუშები,ზოგი კი თოჯინა ბარბიზე ოცნებობს…
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას „გახდი თოვლის ბაბუა“
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ამ პროექტში და გახდეთ რომელიმე ბავშვისთვის თოვლის ბაბუა და დაეხმაროთ მას სანუკვარი ოცნების აუსრულებაში, თქვენ შეგიძლიათ ბავშვს საოცნებო სათამაშოუყიდოთ და მოიტანოთ ჩვენს ოფისში ან გადასცეთ პირადად.( ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ამ ბავშვეზე და მათ ოჯახებზე).
ეს გააკეთა 38 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.