• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 30 ნოემბერი, 2015

მაყვალა გვენცაძის დასახმარებლად!

ფონდი „სოცილური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქალბატონი მაყვალას დასახმარებლად. მას სასწრაფოდ სჭირდება სახურავის შეკეთება და კედლების შელესვა.

მაყვალა გვენცაძის დასახმარებლად!
შეგროვდა
642 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
42
კამპანია გაიხსნა
30 ნოემბერი, 2015
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ჩვენი ფონდის ბენეფიციარების ისტორიები, რომლებიც სხვადასხავა მიზეზის გამო მოხვდნენ გამოუვალ მდგომარეობაში, ვერავის ტოვებს გულგრილს.

ქალბატონი მაყვალა გვენცაძე ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გაუსაძლისი პირობების სიტყვებით გადმოცემა თითქმის შეუძლებელია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასჯერ მოსმენას, ერთხელ ნახვა სჯობს.

იყო ბედნიერი მეუღლე და დედა. ჰქონდა კარგი სამუშაო, მაგრამ ერთ დღეს მის საყვარელ მეუღლეს სიმსივნე აღმოუჩინეს. საშინელი ტკივილი ცოტათი მაინც რომ შეემსუბუქებინა და ძვირადღირებული მკურნალობის ხარჯები დაეფარა, სახლიდან ყველაფერი გაყიდა, ძვირფასეულობა, ავეჯი, ჭურჭელი და საბოლოოდ სახლიც. სამწუხაროდ მეუღლის გადარჩენა ვერ მოახერხა და შვილთან ერთად ქუჩაში დარჩა. ავტოფარეხში შესახლდნენ, სადაც ადრე მაყვალას პატარა მაღაზია ჰქონდა გახსნილი.

ავტოფარეხის ერთ-ერთ კუთხეში, სადაც ყველაზე ნაკლებად წვეთავს წვიმის დროს, საძინებელი მოიწყვეს. შესასვლელში — სამზარეულო. ფარეხში ცივა და ისეთი ნესტია, რომ სარეცხს გასაშრობად დღეები სჭირდება.

ეს გააკეთა 42 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.