• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • მარტოხელა მოხუცები
  • გაიხსნა: 24 ნოემბერი, 2015

რატომ ცხოვრობს თამარ გუჯეჯიანი საწყობში

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ქალბატონ თამარ გუჯეჯიანის დასახმარებლად.

რატომ ცხოვრობს თამარ გუჯეჯიანი საწყობში
შეგროვდა
1 188 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
34
კამპანია გაიხსნა
24 ნოემბერი, 2015
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ვარკეთილის ბაზრობაზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. ზოგი ყიდულობს, ზოგი ყიდის… ეს მოხუცი ქალბატონი, რომელსაც აქ თითქმის ყველა იცნობს, თამარ გუჯეჯიანია, იგი აქ არც მუშაობს და მითუმეტეს არც რამის შესაძენად მოსულა… თამარი აქ ცხოვრობს!

დიახ, ბაზრობაზე, ყოფილ საწყობში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი შენობაა საწყობი? ცივი ბეტონის კედლები და მეტი არაფერი… ეს შენობა საცხოვრებლად არაა გამოსადეგი, აქ ადრე პროდუქტებს ინახავდნენ.

როგორ მოხვდა ასეთ მდგომარეობაში ქალბატონი თამარი? ეს ძალიან გრძელი ისტორიაა, ტკივილით და სისასტიკით სავსე.

სოხუმში დაიბადა, აქ ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა. საქართველო-აფხაზეთის ომის დროს მშობლიური ადგილების დატოვება არც უფიქრია, მაგრამ როდესაც 1993 წელს, სოხუმის აღების შემდეგ ქალაქში შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს, თამარი იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი. ერთადერთი რამ, რაც სახლიდან დიდი რისკის ფასად გამოიტანა, ძველი ფოტოალბომი იყო. ამ ფოტოალბომში მისი ცხოვრებაა: ახალგაზრდობა, ბედნიერება, ახლობლები, საქართველო — მთლიანი, ჯერ კიდევ ერთიანი… ახლა ეს სურათები მისთვის ყველაზე ძვირფასია, რაც გააჩნია. თამარი ყოველდღე ათვალიერებს ძველ ალბომს, და ცხოვრობს მოგონებებით.

ეს გააკეთა 34 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.