• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • ავადმყოფი ზრდასრულები
  • გაიხსნა: 10 ნოემბერი, 2015

მინდა საქართველო ვასახელო!

დიანა ჯიშიაშვილის ლექსიკონში სიტყვა „არ შემიძლია“ - არ არსებობს. 11 წლის წინ მისი ჩვეული ცხოვრება დასრულდა.

მინდა საქართველო ვასახელო!
შეგროვდა
605 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
25
კამპანია გაიხსნა
10 ნოემბერი, 2015
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

დიანა ჯიშიაშვილის ლექსიკონში სიტყვა „არ შემიძლია“ — არ არსებობს. 11 წლის წინ მისი ჩვეულიცხოვრება დასრულდა. მან მიიღო ხერხემლის ტრავმა, რომელიც, ექიმების თქმით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო… 18 წელი რეანიმაციაში შეუსრულდა. იყო სრულიად პარალიზებული და გადარჩენის შანსები თითქმის არ ჰქონდა. მაგრამ დიანამ გადაწყვიტა, რომ იცოცხლებს! გადაიტანა ურთულესი ოპერაცია, რეაბილიტაციის უმძიმესი პროცედურები. მკურნალობის საფასური რომ გადაეხადათ, მის ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ყველაფრის გაყიდვა მოუხდა, დანა-ჩანგლისაც კი. მაგრამ ეს თანხაც არ აღმოჩნდა საკმარისი. უსახსრობის გამო, დიანას ვერ ჩაუტარდა საჭირო მკურნალობა და ამის გამო ძვლებზე და სახსრებზე სერიოზული პრობლემები დაეწყო.

მიუხედავად ამისა, ღვთის წყალობით და უსაზღვრო ნებისყოფის დახმარებით დიანამ შეძლო, დაეწყო ახალი ცხოვრება. ამას 5 წელი დასჭირდა…ხუთწლიანი ბრძოლა საკუთარ თავთან! დიანამ გაიმარჯვა! ეტლზე ისწავლა ჯდომა. შემდეგ განათლება მიიღო — ის კომპიუტერული ქსელების სისტემების ადმინისტრატორია. დიანა მშვენივრად წერს, აქვს ბლოგი და აქვეყნებს სტატიებს ჟურნალში „განსხვავებული“.

თავისი შესაძლებლობების რეალიზება ბოლომდე რომ მოახდინა, დიანამ ფარიკაობაში დაიწყო ვარჯიში. მოკლე დროში დიდ წარმატებასაც მიაღწია. როდესაც ხელში ცივი იარაღი უჭირავს, ის ყოვლისშემძლე ხდება. 2 თვის წინ მონაწილეობა მიიღო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც უნგრეთში, ქალაქ ეგერში გაიმართა და ბრინჯაო მოიპოვა! ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ შედეგებს დიანამ უმოძრაო ხელის მტევნით მიაღწია. შეჯიბრის დროს, საბრძოლო იარაღს — რაპირას, ხმალს ან დაშნას მჭიდროდ უმაგრებენ ხელზე ელასრიური ბინტით.

ახლა დიანა ინტენსიურად ვარჯიშობს და ემზადება ახალი შეჯიბრისთვის… მისი მიზანია საქართველო ასახელოს და სამშობლოში ოქროს მედალი ჩამოიტანოს!

ეს გააკეთა 25 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.