• კამპანია დახურულია
  • ოჯახები
  • გაიხსნა: 21 დეკემბერი, 2022

ბებიამ საყვარელი შვილიშვილების დედას ნაჯახი ხელიდან გამოსტაცა!

ქეთისთვის, მათესთვის, ანასტასიასთვის და 2 წლის მარიამისთვის ყველაზე საყვარელი დედა - ბებიაა. ბებია ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ სამყაროში.

ბებიამ საყვარელი შვილიშვილების დედას ნაჯახი ხელიდან გამოსტაცა!
შეგროვდა
3 336 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
182
კამპანია გაიხსნა
21 დეკემბერი, 2022
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

ქეთისთვის, მათესთვის, ანასტასიასთვის და 2 წლის მარიამისთვის ყველაზე საყვარელი დედა — ბებიაა. ბებია ყველაზე საყვარელი ადამიანია მთელ სამყაროში. „სიცოცხლეს დავთმობდი, ოღონდ ბავშვები დედას გაეზარდა. პატარებს დედის სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მაგრამ ბავშვებს დედის გახსენებაც ეშინიათ. წიწილებივით სულ კუდში დამდევენ. ერთი მოვა, ჩამეხუტება და დანარჩენებიც მომიცუცქდებიან, ბებოენაცვალოთ. ნაბოლარა მარიამი კი სულ ხელში მყავს“- გვიყვება ბავშვების ბებია ქეთინო და თან ტირის.

— გვიამბეთ, თქვენ რატომ ზრდით შვილიშვილებს.

ქეთინო: საიდან დავიწყო არც ვიცი. მათ დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდებოდა, შეეძლო ბავშვისთვისაც კი დაერტყა. როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, გადავწყვიტეთ, რომ რაღაც პერიოდით ბავშვებთან აღარ ექნებოდა ურთიერთობა და სამკურნალოდ კლინიკაში დავაწვინეთ. რაღაც პერიოდი იქ გაატარა, ახლა თავის მშობლებთანაა.

მარიამი ყველაზე პატარაა და ჰგონია, რომ ბებო მხოლოდ მისია

ეს გააკეთა 182 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.