«მე მიზანი მაქვს!»- სასტიკი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, უნარშეზღუდული ქალი, ერთ-ერთი ყველაზე…
ნინო ამ ნაგებობას „სასახლეს“ უწოდებს. როდესაც ორი წლის შვილი გყავს და არსად გაქვს წასასვლელი, უბრალოდ თავზე ჭერიც შენთვის არის სასახლეც და ციხე-სიმაგრეც.

- შეგროვდა
- 2 353 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 143
- კამპანია გაიხსნა
- 14 დეკემბერი, 2022
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ნინო ამ ნაგებობას „სასახლეს“ უწოდებს. როდესაც ორი წლის შვილი გყავს და არსად გაქვს წასასვლელი, უბრალოდ თავზე ჭერიც შენთვის არის სასახლეც და ციხე-სიმაგრეც. მერე რა, რომ აქ არ ცხოვრება შეუძლებელია. ნინოს საშინელი სიზმარივით ახსენდება, სახლიდან ჩვილთან ერთად როგორ წამოვიდა და მთელი ერთი წელი გაატარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში: „ყველას არ გამოსდის ისეთი ოჯახის შექმნა, როგორზეც ოცნებობენ. დროთა განმავლობაში კი, ოცნებებიც ქრება და თავში გიტრიალებს მხოლოდ ერთი აზრი: შვილს რა ვაჭამო“.
დასანანია, მაგრამ თავშესაფარში ცხოვრება შეიძლება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ჩვენს პატარა საქართველოში უამრავი ქალია, ვისაც თავზე ჭერი არ გააჩნია. ბევრს წასასვლელი არ აქვს შვილებთან ერთად და თავშესაფარი გადარჩენის ერთადერთი გზა არის მათთვის.
ნინო: ერთი წელი გავატარე თავშესაფარში. მერე კი, წამოსვლა მომიწია. თელავის რაიონის ადმინისტრაციამ 100 ლარად ოთახი მიქირავა. პირობები ცუდი იყო, მაგრამ შეიძლებოდა ცხოვრება. რამდენიმე თვეში კი, წამოსვლა მოგვიწია იმის გამო, რომ პატრონმა სახლის გაყიდვა გადაწყვიტა.
„ჩემო ოქრო, მთებს გადავაბრუნებ შენი გულისთვის“
ეს გააკეთა 143 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.