ჩემი გოგონა არაერთხელ გამოვიტირე… მაგრამ, ექიმებმა საიქიოდან დააბრუნეს.
ერთი წლის წინ, 23 დეკემბერს, ნინი გარდაიცვალა... ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მაგრამ, ექიმების გულგრილობის გამო, ყურადღება არავინ მიაქცია.

- შეგროვდა
- 12 576 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 988
- კამპანია გაიხსნა
- 5 დეკემბერი, 2022
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ერთი წლის წინ, 23 დეკემბერს, ნინი გარდაიცვალა… ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ მიიყვანეს. მაგრამ, ექიმების გულგრილობის გამო, ყურადღება არავინ მიაქცია. დედის ტირილი და მოთქმა ცას წვდებოდა. „უშველეთ, გააცოცხლეთ!“ — კიოდა ის. – „დაეხმარეთ, ისევ ისუნთქოს ჩემმა ტანჯულმა გოგომ.“ ექიმები კი, იდგნენ და უყურებდნენ, როგორ კვდებოდა გოგონა და რატომღაც, არ მიჰყავდათ რეანიმაციაში. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ხუთი თვე უგონოდ იწვა. წვეთოვნების ნემსებმა ვენები დაუზიანდა, სხეულზე ნაწოლები გაუჩნდა, პირში კი — სოკო.
— ასმათ, ისეთ საშინელებებს ამბობთ!
ასმათ : არ მომერიდება და ვიტყვი, რომ იაშვილის კლინიკაში ჯალათები მუშაობენ! ავადმყოფს მოკლავენ და ჯანმრთელსაც დაასახიჩრებენ. არ დავწვრილმანდები, მაგრამ სწორედ მათი ბრალია, რომ ჩემი გოგონა ასეთ მდგომარეობაშია. ის, რომ ჩემი შვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა და უკვე ერთი წელია საავადმყოფოდან ვერ გამოვსულვართ. კარგია, რომ ეს „კანტორა“ დახურეს და ახლა, გამოძიება მიმდინარეობს. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენმა მშობელმა გამოიგლოვა შვილები, რომლებიც მკურნალობით დახოცეს ამ ჯალათებმა.
„ექიმი რომ გახდე, არაა საკმარისი იყო მხოლოდ ადამიანი“
ეს გააკეთა 988 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.