• კამპანია დახურულია
  • ხელვაჩაური
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 1 დეკემბერი, 2022

გთხოვთ, დამეხმარეთ სალომეს გადარჩენაში! ხუთი წლის გოგონა დღეში რამდენჯერმე კვდება და ცოცხლდება!

გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია.

გთხოვთ, დამეხმარეთ სალომეს გადარჩენაში! ხუთი წლის გოგონა დღეში რამდენჯერმე კვდება და ცოცხლდება!
შეგროვდა
16 940 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
1 339
კამპანია გაიხსნა
1 დეკემბერი, 2022
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

გოგონას პატარა ბებიასავით უცახცახებს ხელები. ხანდახან, ისე წუხს, რომ ეტლშიც ვერ ჩერდება. თუ წევს, ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნდება არ შეუძლია. 5 წლის სალომეს რთული დაავადება აქვს, რომლის სახელის წარმოთქმაც კი ძნელია. გოგონას ორგანიზმი ვიტამინებს ვერ ითვისებს, ამის გამო კი, ის ვერ ვითარდება: ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, საკუთარი ხელით ვერ ჭამს. უკვე 21-ჯერ გამოესალმა სიცოცხლეს, მაგრამ მოაბრუნეს რეანიმაციის ექიმებმა. საქართველოში, ამ პატარა ლამაზ გოგონას დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

„როგორ იტანჯება ეს ლამაზი გოგონა!“

— თამილა, გვიამბეთ, რა სჭირს სალომეს?

თამილა: ჩემი პრინცესა ავად არის. სამი წლის განმავლობაში არც ვიცოდით, რისგან ვმკურნალობდით. ხან ცერებრალური დამბლა გვეგონა, ხან ეპილეფსია, მერე გვითხრეს, რომ ჰიდროცეფალიაა. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ! ისეთი საშინელი შეტევები ჰქონდა, გონებას კარგავდა, ერთი კვირა გათიშული იყო და უფრო მეტხანსაც. ექიმებმა მოაბრუნეს, 21-ჯერ მოგვიწია ამ კოშმარის გადატანა. წარმოგიდგენიათ? ჩემი შვილი 21-ჯერ ჩამაკვდა ხელში!

ეს გააკეთა 1 339 ადამიანმა

თითოეული წერტილი 2 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.