შენ მარტო არ ხარ!
„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას, ბატონი დავითისთვის ახალი ინვალიდის ეტლის შესაძენად.

- შეგროვდა
- 1 178 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 60
- კამპანია გაიხსნა
- 29 ოქტომბერი, 2015
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ადამიანის ცხოვრება, ერთმა უბედურმა შემთხვევამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს.
ბიოფიზიკოსი, პროფესორი დავით შარვაშიძე ავტოკატასტროფამდე სავსე, საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა. ახლა თავის არსებობას ცხოვრებას არ ეძახის და აწმყოზე საუბარი არ უყვარს. იგი წარმატებული ადამიანი იყო. 1948 წელს ვერაზე დაიბადა, ცნობილი და გამოჩენილი ხალხის მეზობლად. ძნელი და საინტერესო პროფესია აირჩია — ბიოფიზიკა. სწავლობდა, ასწავლიდა და მუშაობდა რუსეთის წამყვან ინსტიტუტებში.
ახალგაზრდა ლექტორი, საინტერესო სამეცნიერო კვლევები, ლამაზი და ჭკვიანი სტუდენტები… კიდევ რა უნდა ენატრა ახალგაზრდას 30 წლის ასაკში? სიყვარული — სიყვარულიც იყო! დიდი და ზღაპრული… მაგრამ სამწუხაროდ გოგონამ სხვა არჩია, და დავითი მარტო დარჩა. ოჯახი არ შეუქმნია და შვილებიც არ ჰყავს. ნანობს ამის შესახებ?
-არაფერზე არ ვნანობ, — ამბობს დავითი -რაც მოსახდენი იყო, მოხდა. წარსულით ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
ეს გააკეთა 60 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.