• კამპანია დახურულია
  • ქუთაისი
  • ავადმყოფი ბავშვები
  • გაიხსნა: 20 ნოემბერი, 2022

რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის…

„წყნარად მოიქეცი, ბევრი არ ილაპარაკო, არ იხმაურო, რეზიკო ძლივს დავამშვიდე. მთელი დღე ტიროდა. მგონი, ყელი სტკივა ან მუცელი.

რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის…
შეგროვდა
2 307 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
158
კამპანია გაიხსნა
20 ნოემბერი, 2022
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

„ოღონდ შენ არ იტირო, არ იტირო, ჩვენო საყვარელო ძამიკო! მთელი დღე ჩურჩულით ვილაპარაკებთ და სხვებსაც გავაჩუმებთ“

„წყნარად მოიქეცი, ბევრი არ ილაპარაკო, არ იხმაურო, რეზიკო ძლივს დავამშვიდე. მთელი დღე ტიროდა. მგონი, ყელი სტკივა ან მუცელი. იმხელაა, ჩემზე დიდი, მაგრამ პატარა ბაიასავით იქცევა“ — ამ სიტყვებით შემომეგება საქმიანი გოგონა ლიზი და ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე, რეზიკოს რომ არაფერი ვატკინო და როგორ ვილაპარაკო, რომ არ იტიროს მისმა ძამიკომ.

„რეზიკოს ყველაზე მეტად უყვარს, დაიკო რომ უმღერის“

რეზიკო თუ ტირის, ტირის მთელი მისი ოჯახიც. თან, რა მწარედ ტირის და საცოდავად კვნესის… ის ხომ სხვაგვარად ვერ ხსნის, რომ რაღაც სტკივა, რაღაც აწუხებს და ამიტომ, თავად უნდა მიხვდნენ დედა და ბებია: „აი, ახლა ზურგი ასტკივდა — უნდა გადავაწვინო. ახლა, სწყურია, ეხლა კი — მარტო დარჩენა, სიჩუმე და სიმშვიდე უნდა.“

ეს გააკეთა 158 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.