ასეთია 83 წლის ლიუნინა ბებოს საშინელი ცხოვრება და არაადამიანური ტანჯვა.
როგორი სიკვდილი ჯობია? სიცივით? ავადმყოფობით? თუ სახურავის ნანგრევების ქვეშ? ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი არჩევანის წინაშე დგომა!„სანამ თბილოდა, გარეთ გვეძინა - ეზოში.

- შეგროვდა
- 3 163 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 180
- კამპანია გაიხსნა
- 17 ნოემბერი, 2022
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
„სახლი ქვემოდან ლპება, ზემოდან იშლება. ამ ზამთარს ვეღარ გაუძლებს!“
როგორი სიკვდილი ჯობია? სიცივით? ავადმყოფობით? თუ სახურავის ნანგრევების ქვეშ? ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი არჩევანის წინაშე დგომა!
„სანამ თბილოდა, გარეთ გვეძინა — ეზოში. გვეშინოდა, ჩვენი დანგრეული სახლის სახურავი თავზე არ დაგვმხობოდა. უკვე აცივდა. ახლა, შეუძლებელია ღამით გარეთ დარჩენა… რომელი მოგვკლავს სიცივე, თუ ეს სახლი, მნიშვნელობა აღარ აქვს! ქარის დროს ზანზარებს, უცნაურ ხმებს გამოსცემს. ამ ზამთარს ვერ გაუძლებს. ჩვენც ვერ გავუძლებთ — სიცივისგან დავიხოცებით“ — თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს ოთხმოცდასამი წლის მოხუცი ლიუნინა. მერე, დანაოჭებული ხელებით გაჭირვებით ეყრდნობა ხისგან გამოჩორკნილ ჯოხს და წინ მიგვიძღვის — „ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები, არც შეშა გვაქვს ზამთრისთვის და არც საკვები. მწარე სიბერე მაქვს, მწარე… თუმცა, ამ ქვეყანაში ჩემნაირი ადამიანებისთვის ტკბილი არაფერია… მხოლოდ სიკვდილი!“
„ასეთ მწარე სიბერეს, ნაადრევად სიკვდილი მერჩივნა!“
ეს გააკეთა 180 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.