ნადეჟდა რაზნაროვიჩის დასახმარებლად.
„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას თანხის შესაგროვებლად ნადეჟდა რაზნაროვიჩის სახლში სასწრაფო რემონტის გასაკეთებლად.

- შეგროვდა
- 157 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 12
- კამპანია გაიხსნა
- 26 ოქტომბერი, 2015
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ნახევრად დანგრეული სახლი იტალიურ ეზოში, ფანჯრები შუშის გარეშე, ჩამონგრეული ჭერი, ანტისანიტარია. ორი საწოლი, ძველი ავეჯი და ახალგაზრდა გოგონას ფოტო სერვანტზე. ეს გოგონა — ნადეჟდა რაზნაროვიჩია.
დაიბადა უკრაინაში, ბავშვობიდან მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მშობლები ხშირად ავადმყოფობდნენ, ვერ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას, ამიტომ ყველაფერი თავად ისწავლა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, კოლმეურნეობაში რომ დაიწყო მუშაობა, ოჯახსაც ინახავდა და მშობლებზეც ზრუნავდა. ცხოვრებამ ასწავლა, ძლიერი ყოფილიყო და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონოდა. სრულფასოვანი ოჯახი არასოდეს ჰქონია, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდა, თავად ასეთი შეექმნა.
სიყვარულის გამო საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ დიდი ოჯახის შექმნის ოცნებას ასრულება არ ეწერა. ნადეჟდას ბავშვები არ გაუჩნდა. როდესაც მეუღლე გარდაეცვალა, იგი დარჩა მარტო, უცხო ქალაქში, ნათესავების და ახლობლების გარეშე.
გადატანილი ინსულტის შემდეგ, ქალბატონი ნადეჟდა საწოლსაა მიჯაჭვული. ოთახში სადაც ის წევს ნესტია, კედლები დაობდა, ხოლო იატაკიდან ოთახში ვირთხებიშედიან.
ეს გააკეთა 12 ადამიანმა
თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.