ციალა ბებოს, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს, 75 წელი შეუსრულდა.
ალბათ, ყველას გახსოვთ ციალა ბებო კახეთიდან, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს. საბრალო მოხუცს ტრაგიკული ბედი ჯერ კიდევ დაბადებიდან დაჰყვა. 3 წლის იყო, როდესაც დაობლდა.

- შეგროვდა
- 30 286 ₾
- რამდენი ადამიანი დაეხმარა
- 2 068
- კამპანია გაიხსნა
- 11 ნოემბერი, 2022
- კამპანიას უძღვებოდა
- ჩერნოვეცკის ფონდი
ციალა: დიაბეტის გამო, მეხსიერება ძალიან დამიქვეითდა… მხოლოდ ის მახსოვს, რომ ობოლი ვიყავი. მახსოვს, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, როგორ დავმარხე დედა, მეუღლე, ძმა და მისი შვილი. მახსოვს, ჩემს შვილს, ახალგაზრდა გოგოს სიმსივნე რომ აღმოაჩნდა და მკერდი მოჰკვეთეს… ახლა კი, მეც ასეთ დღეში ვარ! და თანაც, ასეთ საშინელ სიღატაკეში!
— გაუჩერებლად ტირით… ნუთუ, კარგი მოგონებები საერთოდ არ გაქვთ?
ციალა: ალბათ, მაქვს, მაგრამ ისეთი ვერაგია ჩემი დაავადება, ყველაფერი მავიწყდება. უფრო სწორად, ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, არც ყოფილა? მახსოვს, როგორ დავობლდი. როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, მახსოვს დედაჩემის გასვენება… ძმის… მისი შვილის. მახსოვს, რომ ჩემს ახალგაზრდა გოგოს კიბო აღმოაჩნდა და მკერდი მოკვეთეს, ბიჭს კი, დიაბეტი აქვს ჩემსავით. დიაბეტის გამო 2011 წელს ფეხები მომკვეთეს. ერთი რომ მომაჭრეს, ჩემი საყვარელი მეუღლე ისე განიცდიდა, რომ ინფარქტით გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო. მერე კი, მეორე ფეხიც მომკვეთეს.
სცადეთ, მუხლებზე დაჩოქილმა აკეთოთ ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმე: დაისხით წყალი, მოამზადეთ სადილი, ქუჩაში გადით… ამის წარმოდგენაც რთულია, ციალა აბელიშვილი კი ასე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ორივე ფეხი მოკვეთეს მუხლს ზემოთ, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა. თუმცა, დალხენილად არც ავადმყოფობამდე უცხოვრია, უამრავი სტრესისა და ნერვიულობის ფონზე კი, დიაბეტი დაემართა, რომელმაც გაანადგურა საბრალო ქალი.
ეს გააკეთა 2 068 ადამიანმა
თითოეული წერტილი 3 ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.