• კამპანია დახურულია
  • თბილისი
  • სხვა კამპანიები
  • გაიხსნა: 15 ოქტომბერი, 2015

დავეხმაროთ ბავშვებს, თბილად შეხვდნენ ზამთარს!

ვიწყებთ აქციას, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაგროვებლად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობენ

დავეხმაროთ ბავშვებს, თბილად შეხვდნენ ზამთარს!
შეგროვდა
755 ₾
რამდენი ადამიანი დაეხმარა
48
კამპანია გაიხსნა
15 ოქტომბერი, 2015
კამპანიას უძღვებოდა
ჩერნოვეცკის ფონდი

სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ, არიან ბავშვები, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მათ ყოველწლიურად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან არ აქვთ სათანადო თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

მოგიყვებით ერთ სევდიან ამბავს, რომელმაც ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა. ჩვენი ფონდის თანამშრომელმა, ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს,საჩუქრად წიგნები გადასცა. პატარა ბავშვმა, ზღაპრების წიგნში, ყველა ფეხშიშველა პერსონაჟს ფეხსაცმელი მიუხატა, ცხოველებსაც კი. მან ალბათ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, როგორია ეს შეგრძნება, როდესაც გცივა და ფეხშიშველი დადიხარ…

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ დაარსების დღიდან, დახმარებას უწევს მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ბავშვისთვის საუკეთესო ადგილი ოჯახია, ამიტომ ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველანაირად ცდილობს, მათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

ჩვენ ვეხმარებით ათამდე მრავალშვილიან ოჯახს, თანხით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ოჯახების რიცხვი გაცილებით დიდია, ჩვენი ფონდის მიზანია, ქველმოქმედებაში რაც შეიძლებ მეტი ადამიანი ჩავრთოთ. თქვენი თანადგომით და დახმარებით, უფრო მეტ ოჯახს დავეხმარებით.

ეს გააკეთა 48 ადამიანმა

თითოეული წერტილი ადამიანია, რომელმაც გვერდი არ აუარა. ფონდში ყველაზე ხშირი შემოწირულობაა 5 ₾: დიდი თანხები მცირეებისგან გროვდება.